სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეული 78 ნიმუშიდან კორონავირუსზე 77 უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ19“-ზე 78 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, აქედან 77 უარყოფითია, ხოლო ერთ პირს ხელახალი ტესტირება ჩაუტარდება.
რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს – საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფი ორმა გამოჯანმრთელებულნა პაციენტმა დატოვა.

რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის ცნობით, ამჟამად, საოჯუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში სულ 19 პაციენტი მკურნალობს, აქედან 9 კორონავირუსით ინფიცირებული, ხოლო 10 ცხელების ცენტრშია მოთავსებული.

კორონავირუსით ინფიცირებულთაგან რვა ე.წ. ტრაილერის კლასტერიდანაა, მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანია.

1-ელი ივნისის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში ამ დრომდე 15 ადამიანი იმყოფება, ხოლო ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 49 პირია მოთავსებული.

როგორც “რეგიონულ კვირას” სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ჯამურად, ეპიდზედამხედველობის ქვეშ 1727 პირი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები