რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია გადაუდებელი დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ასევე,  ექსპერტ კრიმინალისტები.

როგორც “რეგიონულ კვირას”  შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები