თეთრიწყაროს მაჟორიტარმა ადგილობრივებს სასურსათე პაკეტები გადასცა

თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა, საკუთარი ფინანსური სახსრებით, მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კიდევ 1000-მდე ამანათის გადაცემა უზრუნველყო. ამანათები, ასევე, ქალაქ თეთრიწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლის პედაგოგებს გადაეცათ.
პანდემიის პერიოდში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უმთავრეს საზრუნავს წითელ ზონებში მცხოვრები მოსახლეობა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ დრომდე, დახმარება 1500-ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს გაეწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები