მარნეულში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის მერიაში განუცხადეს.

მათი თქმით, ამ ეტაპზე,  ახალი შემთხვევების კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯამურად, 32 დაინფიცირებულია. მათგან 24 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები