ხულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა
ხულოში სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია ჩატარდა. ამჯერად, ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხულოს საოლქო ორგანიზაცია შეურთდა.
“გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში, სისხლი ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა, ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა და მოხალისეებმა გაიღეს.
დონაციის აქციას ორგანიზებას სამედიცინო ცენტრი ,,მედინა“ უწევდა.