პეტრო პოროშენკო ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის მოსმენის საქმეზე დაკითხვაზე არ გამოცხადდა
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო გამოძიებათა სახელმწიფო ბიუროში აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის საქმეზე დაკითხვაზე არ გამოცხადდა.
პოროშენკოს ადვოკატმა, იგორ გოლოვანმა თქვა, რომ მისი კლიენტი დაკითხვაზე იმის გამო არ მივა, რომ სათანადოდ ინფორმირებული არ ყოფილა.
მაისში უმაღლესი რადას უფრაქციო დეპუტატმა, ანდრეი დერკაჩმა სატელეფონო საუბრების ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, სავარაუდოდ, პეტრო პოროშენკო და ჯო ბაიდენი მონაწილეობენ, რაც დეპუტატმა საერთაშორისო კორუფციის მაგალითად და ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან სახელმწიფო ღალატად შეაფასა.
ერთ-ერთი საუბარი ეხებოდა თითქოსდა ბაიდენის მოთხოვნით უკრაინის გენპროკურორის ვიქტორ შოკინის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ამის სანაცვლოდ მან პოროშენკოს დაჰპირდა, რომ აშშ უკრაინას 1 მლრდ დოლარს გამოუყოფდა. გარდა ამისა, ჩანაწერებში თითქოს განიხილებოდა ყოფილი პრემიერის არსენი იაცენიუკის თამადებობიდან გათავისუფლება, პარლამენტში კოალიციის შექმნას, ასევე, რადას მიერ ვლადიმირ გროისმანის მთავრობის დამტკიცება.
პოროშენკოს განცხადებით, ჩანაწერები არის ფალსიფიცირებული.