პრემიერი: მინდა, გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს მოვუწოდო, ვითანამშრომლოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს მოუწოდებს, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან. ამის შესახებ პრემიერმა დღეს პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მისი თქმით, მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები.

„მინდა, პირველ რიგში გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს, ხელმძღვანელებს მოვუწოდო, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან, რამეთუ გამოდის, დღეს ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი, პარალელურად, რომ მათ შრომა არ გააჩერონ, გააგრძელონ მუშაობა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები