მარიამ ჯაში: პანდემიის პარალელურად არსებობს სხვა პრობლემებიც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა 3 საკითზე გაუმახვილა ყურადღება.

მისი თქმით, პანდემიის პარალელურად არსებობს სხვა პრობლემებიც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„მიუხედავად პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებისა, ტესტირება რჩება პრობლემად. როდესაც საქართველო 89-ე ადგილზეა ჩატარებული ტესტრებების მიხედვით, ეს უკვე პრობლემაა და ისრების გადატანა ოპოზიციისკენ, ვფიქრობ უხერხულია. თუკი შინაარსობრივად ნამდვილად გაინტერესებთ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა, მზად ვართ, მარტივად აგიხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია სეროპრევალუტობის კვლევები, რომ უკეთესი პროგნოზირების და შეფასების საშუალება გვქონდეს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მეორე საკითხად მან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული „ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” გასულ კვირას მიღებული კანონზე გაამახვილა ყურადღება. „ეს იყო არაკონსტიტიციური კანონპროექტი და ეს დავალება მოდიოდა მთავრობის მხრიდან. ეს კიდევ უფრო პრობლემურია საპარლამენტო რესპუბლიკაში”, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, პანდემიისა და ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ სახელმწიფოს წინაშე მდგარი სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები. მისი მოსაზრებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბედი არის სწორედ ერთ-ერთი ასეთი საკითხი.

„დავით გარეჯზე საპატრიარქოს 12 მარტის განცხადების შემდეგ ჩვენმა ფრაქციამ დაგეგმა საკომიტეტო მოსმენა, მაგრამ გავითვალისწინეთ პანდემია, საგანგებო სამუშაო რეჟიმი და მხოლოდ წერილობითი ფორმით შემოვიფარგლეთ, კერძოდ, 4 კონკრეტული შეკითხვიოთ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. კარტოგრაფიული და იურიდიული მასალების მიხედვით ყველამ ვიცით, რომ დავით გარეჯი და მიმდებარე ტერიტორია უპირობოდ არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა და კუთვნილება. ამის გარდა, 1996 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის მიღებული ხელშეკრულებით პრაქტიკულად უნდა მოხსნილიყო ნებისმიერი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ეკუთვნის თუ არა დავით გარეჯი საქართველოს. თუმცა ეს ხელშეკრულება ვერ განხორციელდა, ცნობილი არ არის ახალი შეთანხმება და გარემოებები. ასევე უცნობია, დაუყენებია თყუ არა საქართველოს გაეროს ან სხვა საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული საკითხი. გვესმის, რომ აღნიშნული საკითხი არის უაღრესად ფაქიზი და მნიშვნელოვანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში და მხოლოდ აკადემიურ და კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა გაგრძლდეს მსჯელობა​.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები