დიმიტრი ხუნდაძე: „ნაცმოძრაობასა” და მის პოლიტიკურ მეგობრებს არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე საქართველომ გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა
„უცხო არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა” და მის პოლიტიკურ მეგობრებს არაფერი მოსწონთ, არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ კოვიდთან ბრძოლის გზაზე საქართველომ გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა და ჩვენ, პრაქტიკულად, მინიმალური დანაკარგებით გავედით ამ ფონს”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის რეჟიმში ძალიან ბევრმა ქვეყანამ, რომელსაც უფრო მეტი გამოცდილება და რესურსი ჰქონდა როგორც ინსტიტუციურად, ასევე, ფინასურად, საკმაოდ მძიმე შედეგები მიიღო.
„ჩვენს ოპონენტებს ეს არ მოსწონთ იმიტომ, რომ მათ ეს შედეგი აშინებთ. მოდის არჩევნები და ნებისმიერი წარმატებული საქმე, თუნდაც ეს წარმატება მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე გადიოდეს, რა თქმა უნდა, არ აწყობთ. მათი მიზანი მხოლოდ პოლიტიკური სარგებელია. ისინი სიკეთეს ვერ დაინახავენ, რადგან არ სურთ ამის დანახვა”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.