“თქვენც იცით, რომ არც უგულავა, არც ოქრუაშვილი და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები, ისინი არიან პოლიტკრიმინალები, შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი გუნდისგან სრული მხარდაჭერა ექნება.
“თქვენც იცით, რომ არც უგულავა, არც ოქრუაშვილი და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები, ისინი არიან პოლიტკრიმინალები, შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს – მმართველი გუნდისგან მას სრული მხარდაჭერა ექნება. თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აქ არის ორი ვარიანტი – ერთი ვარიანტია, რომ ამ ორი პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება, გავიდეს და, მაღალი ალბათობით, გავა საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს.
თუ არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა, ამ შემთხვევაში შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ზუსტად ამ ორმა პარტიამ დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად. ჩვენ დიდი იმედი გაქვს, რომ ეს სისტემა შეიცვლება. თუ არ შეიცვლება, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება სწორედ ამ ორ პარტიას, რადგან თუ ჰქონდათ ცოტა მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის შანსი ახალი სისტემით – 120/30-ით, ძველი სისტემით, 77/73-ით კიდევ უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი ეს ორი პარტია პარლამენტში, რაც შეიძლება ცუდი არც იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.