სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელიას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშუალებს.
დაპირისპირების მიზეზი, 6 აპრილს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” განთვსებული სტატუსი გახდა.
თავის მხრივ, ბათლომე შელია ბრალდებებს უარყოფს და სამოქალაქო აქტივისტს, წინასაარჩევნო – მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს.
„მან გააბუქა და გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს საქმე დაემძიმებინათ სამართალდამცავ ორგანოებს. გამოძიებას აქვს ინციდენტის ამსახველი კადრები, მაგრამ არ ინეტერსდება რა მოხდა,მანამდე. ეს არის ტიპიური სუს-ის აგენტი, რომელმაც რაც ხელისუფლებას სჭირდებოდა ის გააკეთა“,- განაცხადა ბათლომე შელიამ.
თავად სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია კი, აღნიშნული ინცოდენტს ოპოზიციის წევრის მხრიდან კარგად დადგმულ სცენარს უწოდებს, რადგან მისივე განმარტებით დეპუტატს პოლიტიკური ქულების დაწერა სურს საკუთარი პარტიის ზემდგომებთან.
„მას სურდა, რომ მე მანქანიდან გამოვსულვიყავი, როდესაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომიხსენიებდა, რადგან ჰქონოდა დეპუტატზე თავდასხმის მცდელობა ამბის სარჩულად. სამი დღე ვიმყოფებოდი საავადმყოფოში, რადგან ინციდენტისას მივიღე ტვინის შერყევა. როგორ გამოვდივარ მე ხელისუფლების აგენტი, როდესაც ქალაქში ათი გამართული აქციიდან ცხრა ჩემი და ჩემი მეგობრების დაგეგმილია“,- უთხრა „რეგიონულ კვირას“ როსტომ ზარანდიამ.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით,მათთვის ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია. მისივე განმარტებით, საკრებულოს დღის წესრიგში დადგება თუ არა დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საკითხი, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„ჩვენ არ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას და რა თქმა უნდა დაველოდებით გამოძიების დასრულებას. რაც შეეხება ფიზიკურ ან მორალურ ძალადობას, მიუღებელია თითოეული ჩვენთაგანისათვის. მათაც მოვუწოდებ, ნუ აკეთებენ ამ საკითხის პოლიტიზირებას. თუ დაგვიდგა ჩვენ გამამტყუნებელი განაჩენი, რა თქმა უნდა საკრებულო ვალდებულია იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“,- განაცხადა მამუკა წოწერიამ.
მომხდარზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 25 მაისს, სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისმხმობს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, საკრებულოს წევრს ბათლომე შელიას, ასევე, მასთან ერთად ძალადობაში ბრალდებულ დათო ღურწკაიას გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი, 20 ივლისს ჩაინიშნა.
სოფიო კაკაჩია