პრემიერი: რაც მე ამ პარლამენტში მომითმენია, აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია, ზოგჯერ შტურმებისგან შენობის დაცვაც მომიწია

“გულწრფელად გეუბნებით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს ვცემ, რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია, პასუსიხმგებლიანად მოვსულვარ, ვთვლი, რომ ეს არის პროცესი”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ “ევროპული საქართველოს” წევრის, გიგი წერეთლის კითხვას, რომლის მიხედვითაც, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან პარლამენტში ოთხი თვის განმავლობაში არავინ მისულა და რამდენად შეესაბამება ეს საპარლამენტო რესპუბლიკას.

„გულწრფელად გეუბნებით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს ვცემ, რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია, პასუსიხმგებლიანად მოვსულვარ, ვთვლი, რომ ეს არის პროცესი. ყოფილა შემთხვევები, რომ უმძიმეს პირობებში მოვსულვარ აქ, არა მხოლოდ პასუხის გასაცემად, ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია,ზოგჯერ ამ შენობის დაცვაც შტურმებისგან მომწევია და ასე შემდეგ. საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას პატივს ვცემ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მისი აღსრულება მოხდეს. კანონი არ დამირღვევია და იმიტომ ვდგავარ აქ, მიუხედავად იმისა, რომ 29-ში კიდევ რაღაც ღონისძიება მაქვს და ერთ თვეში ისევ უნდა მოვიდე, არ მაქვს არანაირი პრობლემა, ვიცი, პატივს ვცემ, ვაფასებ. რაც შეეხება მთავრობის წევრებს, ვიცი, რომ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი იყო საკომიტეტო მოსმენებზე, ქალბატონი ეკა ბრძანდებოდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტის ისეთი უგულებელყოფა არ ყოფილა“,- განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები