ირაკლი ლატარია: ნოდარ მელაძე არის ყველაზე მაგარი ფეიკნიუსიორიო – ვეთანხმები „უცნობს”

თქვენი პოზიციები სულ რატომ ემთხვევა „ოცნების”პოზიციებსო, მეკითხებიან იმ ადამიანის გადაყვანილი თანამშრომლები, რომლებიც სააკაშვილის საკაბელო არხივით იყო მთელი ცხოვრება, თან აგრესიით სავსე,- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

ლატარიას თქმით, ყოველივე ეს იმისკენაა მიმართული, რომ საზოგადოებაში დათესონ ის აზრი, ივანიშვილს თუ ვინმე იცავს, მხოლოდ ანგარებით, სააკაშვილს კი – საკუთარი ქვეყნის სიყვარულით.

„რამდენიმე დღის წინ, TV პირველიდან რომ გამოვდიოდი, გარეთ დამხვდა გვარამიას ჟურნალისტი ეკო მაღრაძე. უფრო სწორად, მე გვარამიასთან მეგონა და თურმე მელაძეს წაუყვანია თავისთან. არ გამახსენდებოდა ახლა ეს ამბავი, უბრალოდ, ინგას გადაცემას ვუყურებდი და იქ დავინახე, რომ, ახალ სიუჟეტებს და გადაცემებს იწყებს ნოდარ მელაძეო და მე მის საქმიანობაში არ ვერევიო და მივხვდი ბევრ რამეს, რაც იქნება და როგორიც იქნება. მოკლედ, TV პირველის ჟურნალისტი პრინტერზე ამობეჭდილი რაღაც ფაილებით დამხვდა, ვიღაცების გვარები ეწერა და შენც ხარო აქო, ვერ მოვასწარი დანახვა, მაგრამ რა უნდოდა მაგის ჩაბეჭდვას, ვიქნებოდი, რა პრობლემაა? კითხვაც იყო, „კომედი შოუში” რომ დასვამდა კაცი ისეთი, და მეც დავცინე, კითხვაზეც და ამობეჭდილის უტყუარობაზეც. ნეტაი არ ჭეჭყავდეს მელაძე და მისი „ახალი შოუები” რა. უცნობმა მაგრად დაახასიათა, „ნოდარ მელაძე არის ყველაზე მაგარი ფეიკნიუსიორიო” და ვეთანხმები. სადმე თუ გავიდა, მანახეთ მეც, გავიგო სიახლეები ჩემზე. ხო მართლა, თქვენი პოზიციები სულ რატომ ემთხვევა „ოცნების” პოზიციებსო და ამაში ფულს იღებთო? ამას მეკითხებიან იმ ადამიანის გადაყვანილი თანამშრომლები, რომლებიც სააკაშვილის საკაბელო არხივით იყო მთელი ცხოვრება, თან აგრესიით სავსე. ჟურნალისტს აქვს თავისი საქმე, მე – ჩემი, მთავარია, იყოს სიმართლე, თორემ ვინ ოხერი? ჩემზე მეტი წესიერი რესპონდენტი ცოტა თუ მინახავს.

ხო, მართლა, დაახლოებით ვხვდები, სადაც მიჰყავთ ეს ყველაფერი, უნდათ, რომ საზოგადოებაში დათესონ ის აზრი, რომ ივანიშვილს თუ ვინმე იცავს, მხოლოდ ანგარებით, სააკაშვილს კი – საკუთარი ქვეყნის სიყვარულით. დანარჩენი ვნახოთ, აბა, რას ამზადებენ?

პ. ს. მადლობა, თუ პირველივე ახალ გადაცემაში მომახვედრებთ, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ყოველთვის მართალ გზაზე ვიდექი და თან 31 მაისს ჩემი დაბადების დღეა და ჩავთვლი, რომ მომილოცეთ წინა დღეს”,- წერს ირაკლი ლატარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები