სოფელ ცხრაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, ზესტაფონის მერიის დაკვეთით, სოფელ ცხრაწყაროში მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროექტს, რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 500 ათასი ლარია.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ზესტაფონის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზა არმირებული ბეტონის საფარით ეწყობა.რეაბილიტაცია პროექტის მიხედვით 1500 მეტრიან მონაკვეთს უტარდება, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში დაახლოებით 300 ადამიანი სარგებლობს. სატენდერო ვალდებულებით, პროექტს შპს “იმერმშენი” ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები, ზესტაფონის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ საკრებულოს თავმჯდომარემ – ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა – შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.

“ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტში სრული დატვირთვით ვახორციელებთ. ერთ – ერთია სოფელ ცხრაწყაროს ცენტრალური საავტომობილო გზა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 300 ადამიანი ისარგებლებს გამართული ინფრასტრუქტურით. პარალელურად ვაგრძელებთ სხვა მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას”, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა, სოფლის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები