ქვედა სიმონეთში 6 კმ-ზე მეტი გზა რეაბილიტირდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის არმირებული ბეტონით მოწყობის სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სრულდება, გარდამავალია და შედეგად საერთო ჯამში სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ-ზე მეტი გზა რეაბილიტირდება.

“პროექტს, რომლის ღირებულებაც 1,364,395 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მიმდემი” ახორციელებს. ამჟამად სამუშაოები ნიშნიანიძე-ლიკლიკაძეების უბანში მიმდინარეობს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მიმდინარე სამუშაოები მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ ესაუბრა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები