შუახევის მერმა ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანლებთან  ერთად სოფლებში არსებული მდგომარეობა განიხილა 

შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანლებთან სამუშაო თათბირი გამართა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სოფლებში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.

“აღინიშნა, რომ, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ხელშეკრულების ვადების გათვალისწინებით დასრულდება.  ყურადღება გამახვილდა სასოფლო და სამეურნეო დანიშნულების გზების მოწესრიგებაზე, სამთო იალაღებზე მოსახლეობის გასვლის ორგანიზებასა და მათ სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე, პირუტყვის ვეტერინალური მომსახურების უზრუნველყოფაზე. მერმა რწმუნებულებს მოსახლეობასთან ახლო კომუნიკაცია, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ყველა საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება და წამოჭრილ საკითხებზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა დაავალა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები