ონში აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა
ქალაქ ონში აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. როგორც “რეგიონულ კვირას” ონის მერიიდან აცნობეს,
26 მაისს, ბაზრის შიდა და გარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
მათივე ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით , ბაზრის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეები , დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად , სათანადო დისტანციას და საჭირო წესებს იცავენ.
“27 მაისს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მისულ მოქალაქეებს ადმინისტრაცია სადეზინფექციო საშუალებებით მომარაგებული დახვდა. ასევე, ჩატარდა მასობრივი თერმოსკრინინგი. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, მერის წარმომადგენელთან ქალაქ ონში, ლევან შერაზადიშვილთან ერთად, იმყოფებოდა აგრარულ ბაზარში და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. ბაზრის მომსახურების წესის და ჰიგიენის დაცვის კონტროლის მიზნით მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.