გია ვოლსკი: პრემიერის მოსმენისას პოლიტიკური ცირკის დადგმის მცდელობაც არის მოსალოდნელი
“პრემიერმინისტრის მოსმენისას, პოლიტიკური ცირკის დადგმის მცდელობაც არის მოსალოდნელი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან მთავარი კითხვა სამომავლო გეგმებზე იქნება ორიენტირებული.
”მთავარი კითხვა ორიენტირებული იქნება სამომავლო გეგმებზე, ხედვაზე, თუ როგორ შეიძლება, ამ პირობებში თავი დავიცვათ და, რასაკვირველია, გვექნება კითხვა, რომელიც პანდემიამდეც იყო მუდმივად, ეს არის სიღარიბის თემა, რომელიც საკმაოდ სერიოზულად არის გაუარესებული, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა. არ არის აუცილებელი, რომ ვინმეს მივაკუთვნოთ ამ შეკითხვების დასმის ექსკლუზიური ვალდებულება – უმრავლესობა დასვამს ამ შეკითხვას თუ უმცირესობა, მნიშვნელობა არ აქვს. მე მაინც ვფიქრობ, უნდა ველოდოთ ამ პროცესის უკიდურეს პოლიტიზირებას და, როგორც ვამბობთ ხოლმე, პოლიტიკური ცირკის დადგმის მცდელობაც არის მოსალოდნელი. კარგი იქნება, რომ საქმიანად მივიყვანოთ ეს დღე ბოლომდე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.