ბოლნისში კოვიდინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ბოლნისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიაში განუცხადეს.
მათი თქმით, ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები. ასევე, მოძიებულია ინფიცირებულის მჭიდრო კონტაქტები.
“პრევალენტობის კვლევის დროს, სწრაფი ტესტით, ქვემო ბოლნისში გამოვლინდა 1 შემთხვევა. დღეს სოფლის გარე უბანში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, მოლეკულური კვლევისთვის მოხდება მოსახლეობიდან ნიმუშების აღება ეპიდკონტროლისა და ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით.
ადგილზე 3 ბრიგადა იმუშავებს, 1 , ადგილობრივი და 2 – დაავადებასთან კონტროლის ეროვნული ცენტრის”, – განაცხადეს ბოლნისის მერიაში.
მუნიციპალიტეტში, ჯამურად, კორონავირუსის 163 დადასტურებული შემთხვევა ფიქსორდება, მათ შორის 76 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.