ჯანმო COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად ჩინეთში ექსპერტებს გაგზავნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ჩინეთში ექსპერტებს გაგზავნის, თუმცა ვადები ჯერ არ დასახელებულა.

ამის შესახებ ბრიფინგზე ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა.

“ჩინელ კოლეგებთან განხილვის სტადიაზე ვიმყოფებით. როგორც ვხვდები, სამეცნიერო მისიის გაგზავნის ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის. მაგრამ ველოდებით, რომ ასეთი მისია, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით, მალე შედგება”, – აღნიშნა რაიანმა და დასძინა, რომ მისიის ამოცანა იქნება “ვირუსის წარმოშობის დადგენა. აღსანიშნავია, ჩინეთიდან მომდინარე გზავნილი, რომ ქვეყნა ამგვარი მიდგომისთვის ღიაა”.

მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები