შუახევში სოციალურად დაუცველი 2 285 ოჯახი სასურსათო კალათს მიიღებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, შუახევის მუნიციპალიტეტში მოწყვლად ჯგუფებზე სოციალური დახმარების, სასურსათო კალათების გადაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.

როგორც “რეგიონულ კვირას” შუახევის მერიიდან აცნობეს, დარიგების პროცესში მოხალისეებთან ერთად, შუახევის მერი – ფრიდონ ფუტკარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მაია ხაჯიშვილი მონაწილეობდნენ.

“აუცილებელი საჭიროების პროდუქტები აჭარის რეგიონში მცხოვრები 20 ათასი ოჯახისთვის მომზადდა. სასურსათო კალათას ამ ეტაპზე მიიღებენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მარტოხელა პენსიონერი, სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქე, მარტოხელა მშობელი, მარჩენალდაკარგული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახი. შუახევში, სასურსათო კალათას ასეთი კატეგორიის 2 285 ოჯახი მიიღებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები