რუსთავში ძლიერმა ქარმა სტადიონს სახურავი გადახადა
რუსთავში ძლიერმა ქარმა სტადიონს სახურავი გადახადა. სახურავის ნაწილები საავტომობილო გზაზეა მიმოფანტული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაწყებულია ზარალის დათვლა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ორი ეკიპჟი იმყოფება.
სინოპტიკოსები რუსთავში ძლიერ ქარს ხვალაც ელოდებიან.