პანდემიის მიუხედავად, წყალტუბოში სოფლის მეურნეობის სამუშაოები არ შეჩერებულა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგების განვითარება არ შეფერხებულა.
მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა სოფელ მუხიანში მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, სოფელ ფარცხანაყანევში კი სათევზე მეურნეობა დაათვალიერეს.

სოფელ მუხიანში დავით ნიჟარაძემ მრავალწლიანი ხეხილის ბაღების გაშენება წელიწადნახევრის წინ დაიწყო, ამჟამად 16 ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობაში ყოველდღიურად ათობით ადგილობრივია დასაქმებული, მოსავლის აღების დროს კი მათი რიცხვი იზრდება.
ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ფარცხანაყანევში ცენტრალურ მაგისტრალზე გაშენებულ სათევზე მეურნეობა შპს “ოქროს ტბას” ესტუმრნენ, რომელიც 5 წელია, არსებობს და ვითარდება. თევზჭერა, დასვენება და სპინინგი ამ ადგილის მთავარი დანიშნულებაა.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრიორიტეტულ ნაწილს წარმოადგენს, სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა კიდევ უფრო გამარტივდა და ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები