მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე: საქართველოში არის 728 დადასტურებული შემთხვევაა და დამთავრდა, ამას კომენტარები არ სჭირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეიტანა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, არც ერთ შემთხვევა დამალული არ არის.
​„კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან დაკავშირებით ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი შემთხვევა არ არის.
​აქ ჩემს აზრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჭეშმარიტება ერთია, ქვეყნაში არის 728 დადასტურებული შემთხვევა. ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა აზრი აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა და დამთავრდა. ამას კომენტარები არ სჭირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები