დავით ერემეიშვილი: ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებს თანამედროვე, კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონები ექნებათ

ქუთაისში სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაიში ნიკეას ქუჩის#72 -ის მიმდებარე სკვერში  ბეტონის დეკორატიული ქვაფენილი დაიგება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ასევე, მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, განათების სისტემა, დაიდგმება ძელსკამები და ურნები, დაირგვება დეკორატიული მცენარეები და გაკეთდება ღობე. სამუშაოებს შპს „არადანი“ ასრულებს. სკვერის მოწყობისთვის 155330 ლარი დაიხარჯება და აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სკვერი კეთდება ნიკეას ქუჩის #44-ის მიმდებარე ტერიტორიაზეც,სადაც საბავშვო-გასართობი მოედანი, გაზონები, განათების, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები მოეწყობა და დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები. სკვერის კეთილმოწყობისთვის 134496 ლარია განსაზღვრული , სამუშაოებს შპს „მშენებელი 2017“ ასრულებს და ივლისში უნდა დასრულდეს.

ნიკეას ქუჩაზე, ორ სკვერში მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა მოინახულა.

„ნიკეას ქუჩა საკმაოდ დიდი დასახლებაა. ამ უბანში ახალი სკვერი კარგა ხანია არ გაკეთებულა და ახლა , ერთდროულად ორ სკვერში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ უბნის მაცხოვრებლებს სულ მალე ექნებათ თანამედროვე, კეთილმოწყობილი სარეკრეაციო ზონები“, – აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

ქუთაისში, 5 მაისის შემდეგ, მუშაობა ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები