დმანისი და მუნიციპალიტეტის რვა სოფელი მაღალმთიანი დასახლებების სტატუსს მიიღებს

2020 წლის 22 მაისს, საქართველოს პარლამენტში ე.წ. მთის კანონი პირველი მოსმენით გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქი დმანისი და დმანისის მუნიციპალიტეტის რვა სოფელი – ტნუსი, ქცია, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, იაღუფლო, მაშავერა და პანტიანი მაღალმთიანი დასახლებების სტატუსს მიიღებს.

დმანისი-წალკის მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილის ინიციატივა უმრავლესობამ გაიზიარა და შედეგად, 5 733 ადამიანი მთელი რიგი სოციალური შეღავათებით ისარგებლებს.

წინასწარი ინფორმაციით, კანონპროექტი ძალაში 2020 წლის სექტემბრიდან, ანუ მიღებიდან სამ თვეში შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები