მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენელთან – იპოლიტე დანელიასთან ერთად ლეხაინდრაოს ადმინისტრაციულ ერთეულში დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, გაზიფიცირდება ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა, ონოღია და ლებაჩე, ჯამურად, 2 594 აბონენტი.

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები