წალკის მერია ფერმერებს დიზელის საწვავის შესაძენად საშეღავათო ბარათებს გადასცემს

ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად იყიდიან.

წალკის მერია, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ფერმერებს საშეღავათო ბარათებს მუნიციპალიტეტის შენობაში გადასცემენ.

მუნიციპალიტეტში ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მხარდაჭერის პროგრამით განსაზღვრული დახმარებები ადგილობრივ ფერმერებზე ეტაპობრივად გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები