გურიაში წლის ბოლომდე სამი ახალი სკოლა აშენდება
გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები – გზების რეაბილიტაცია და საჯარო სკოლების მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება. პროექტის ღირებულება 7 022 440 ლარს შეადგენს.
ასევე, ახალი საჯარო სკოლებია შენდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გუთურსა და ერკეთში. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული – ზურაბ ნასარაია ადგილზე გაეცნო.