გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონში არსებული საგანგებო-საოპერაციო შტაბის მუშაობა შეაჯამა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონში არსებული საგანგებო -საოპერაციო შტაბის მუშაობა შეაჯამა. მხარის რწმუნებულის განცხადებით, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის დროს ოთხივე მუნიციპალიტეტებში შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში 755 ბენეფიციარს საკვებით უზრუნველყოფდნენ, 10 731 – სკოლამდელი აღზრდის ასაკის ბავშვების ოჯახების გადაეცათ სასურსათო პაკეტები, 32 193 მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველ ოჯახები პროდუქტებით უზრუნველყოფილნი იყვნენ.

“ჩვენთან, რეგიონში ფუნქციონირებდა საოპერაციო შტაბი, რომელიც კონტაქტზე იყო როგორც ცენტრალურ შტაბთან, ასევე, საკოორდინაციო საბჭოსთან. შტაბის შემადგენლობაში იყვნენ რეგიონის მასშტაბით ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები, ასევე, მუნიციპალიტეტის მერები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

რეგიონში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, რომელთა დახმარებითაც რეგიონის ჭრილში 755 ბენეფიციარი ყოველდღიურად იღებს სადილს და მიწოდებას ახდენენ მუნიციპალიტეტების მასშტაბით არსებული მოხალისეთა ჯგუფები.

სოციალური დახმარების კუთხით ძალიან იაქტიურა კერძო სექტორმაც. ბუნებრივია, მათი სურვილით გამოჩნდა რამდენიმე კომპანია პროდუქტების დახმარების მიზნით. ასევე, პროდუქტებით დახმარების ღონისძება განხორციელდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. ჯამურად, არის 10 731 სკოლამდე ასაკის ბავშვის ოჯახი, რომელმაც სამჯერ, ანუ მარტის, აპრილისა და მაისის თვეში მიიღეს 32 193 სასურსათე პაკეტი.

როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო შემწეობის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 5300 პაკეტი გაიცა, 16 500 მრავალშვილიანი და შეჭირვებული ოჯახებისთვის. ეს პროცესი არ დამთავრებულა.

დღეის მდგომარეობით, 11 000 ზარი იქნა მიღებული. ყველა ზარზე იქნა პასუხი და რეაგირება მომხდარი. ამ 11 000 ზარს შორის იყო ზარები როგორც გადაადგილებასთან, მათ შორის, სასურსათო პაკეტების დახმარებასთან დაკავშირებით. რეგიონის მასშტაბით 3246 მოქალაქეს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი სხვადასხვა სოფელში“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები