ბოლნისის მუნიციპალიტეტში, შერჩევითი პრინციპით, მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ანტიგენსა და ანტისხეულზე დამყარებული ტესტების პროცესი დაიწყო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შერჩევითი პრინციპით, მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას ახორციელებენ.
“პირველ ეტაპზე ტესტირება ქალაქ ბოლნისში, რატევანსა და ტალავერში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი სულ 150 ადამიანი შემოწმდება იგეგმება. ტესტირება სპეციალისტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეპიდსიტუაციის შეფასებაში დაეხმარებათ. ამ დროისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 160 დადასტურებული ფაქტია გამოვლენილი, 3 გარდაიცვალა, 67 კი გამოჯანმრთელდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.