SkyNews: პაკისტანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 107 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მსხვერპლი შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს(ფოტოკოლაჟი)

ქალაქ ყარაჩისთან ჩამოვარდნილ, პაკისტანის ავიახაზების კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავში 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.

ამის შესახებ Sky News-ი ავიაკომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

გარდა ამისა, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად ბევრად მეტი მსხვერპლი იყოს, რადგან საჰაერო ჰომალდი დასახლებულ პუნქტზე, საცხოვრებელ სახლებზე ჩამოვარდა.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყებამ გადარჩენილთა სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენები ჩართო.

ამჟამად, ადგილზე მაშველები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები უკვე იმყოფებოდნენ.

ყარაჩისთან თვითმფრინავმა კატასტროფა, დაახლოებით, ერთი საათის წინ განიცადა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები