მამუკა მდინარაძე: ოპონენტები პოლიტიკურ მასკარადზე საუბრობდნენ – პოლიტიკური მასკარადია, როდესაც პარლამენტარი ვერ ერკვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპში
„პოლიტიკურ მასკარადზე საუბრობდნენ და შევეცდები, მოკლედ ავხსნა: პოლიტიკური მასკარადი შეიძლება იყოს, როდესაც პარლამენტარი ვერ ერკვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპში და შეიძლება, თავისუფლად ისაუბროს, რომ მთავრობის დადგენილებები უნდა ამტკიცოს პარლამენტმა”, – ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე ოპონენტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე.
„ბატონო რომან, თქვენს ნათქვამს რაც შეეხება – დროებითობა ისედაც იყო უზრუნველყოფილი იმიტომ, რომ პანდემია-ეპიდემიასთან ბმის გარეშე ამის წარმოდგენა არავის უფიქრია. კახა კუჭავა და ირაკლი კობახიძე თუ ამბობენ, რომ სპეკულაციების გამორიცხვა რომ მოვახდინოთ ბოლომდე, ჩავწეროთ, ეს არ არის თქვენი ინიციატივა. მთელ დღეს ლაპარაკობდით პრობლემებზე და არ მოგიფიქრებიათ, რომ რაღაც კონკრეტული შემოგეთავაზებინათ”, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრს.
ცნობისათვის, პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.