ტრამპის თქმით, BRICS-ის ანტიამერიკული პოლიტიკის მხარდამჭერ ქვეყნებს დამატებითი ტარიფები დაეკისრებათ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, BRICS-ის ანტიამერიკული პოლიტიკის მხარდამჭერ ქვეყნებს დამატებით 10%-იან ტარიფს დააკისრებს.

შესაბამისი განცხადება ამერიკის ლიდერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისივე თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შეერთებული შტატების ტარიფების შესახებ წერილები და/ან შეთანხმებები დღეს მიეწოდება.

“ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას მიჰყვება, დამატებითი, 10%-იანი ტარიფი დაეკისრება. ამ პოლიტიკაში გამონაკლისები არ იქნება. გმადლობთ ყურადღებისთვის!”,- წერს ტრამპი.

BRICS-ის ლიდერებმა კვირას ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც ცალმხრივი სატარიფო და არასატარიფო ზომების ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები