საჩხერეში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში დვალებისა და გამგებლების უბნის შემაერთებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. სახელშეკრულებო თანხა 221,221 ლარია. პროექტი გარდამავალია და ხელშეკრულების მიხედვით 150 000 ლარის ღირებულების სამუშაოები 2020 წელს უნდა შესრულდეს. საბოლოოდ 900 მეტრი სიგრძის გზა და სანიაღვრე მოეწყობა.