მარტვილის მერმა ონოღიაში ბაღის მშენებლობა დაათვალიერა
მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებზე მუშაობა გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მარტვილის მერმა – ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მოადგილე აკაკ ხუნწელიასთან ერთად ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა. ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში 50 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდართების შესაბამისი, საბავშვო ბაღი შენდება.
საბავშვო ბაღები შენდება ასევე ხუნწისა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN” ახორციელებს.
ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური გავითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.