ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.
როგორც “რეგიონულ კვირას” ლენტეხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობას სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა, თუმცა ხანძრის დროულ ლოკალიზებას ხელი ძლიერმა დაკვამლიანებამ შეუშალა.

შემთხვევის ადგილას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი – ბადრი ლიპარტელიანი მივიდა. მისი განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება.

„ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობა და მთლიანად ლენტეხის მოსახლეობა, მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით დაზარალებულს და, შესაძლებლობის ფარგლებში, დავეხმარებით“, – განაცხადა ლენტეხის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები