ირაკლი ქადაგიშვილი: კახეთის მასშტაბით 46 000 000 ლარის, დაახლოებით, 136 პროექტია დაფინანსებული

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჭაბუკიანი-ონანაურის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
“განახლდა და ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. ვიმყოფებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც შიდა გზების მოასფალტების პროცესი მიმდინარეობს. მთელი კახეთის მასშტაბით 46 000 000 ლარის, დაახლოებით, 136 პროექტია დაფინანსებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ყველა ლოკაციაზე განახლებულია სამუშაოები”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
“5 მაისიდან აქტიურად განახლდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლაგოდეხში დაფინანსებულია 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 17 პროექტი, რომელიც აქტიურად ხორციელდება. ასევე გვაქვს ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული, დაახლოებით, 30 პროექტი. ახლა ვიმყოფებით ჭაბუკიანი- ონანაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე. აქვე მოწესრიგდება გარე განათება. პარალელურად დავიწყეთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტებიც. არ ვჩერდებით, მივდივართ წინ და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში გამართული ინფრასტრუქტურა ექნებათ ლაგოდეხის მცხოვრებლებს”, – აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები