მდინარე ფარცხისისწყლის კალაპოტში გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, შეუფერხებლად ხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით,  სოფელ ფარცხისში, სტიქიის პრევენციის ფონდის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ფარცხისისწყლის კალაპოტში გაბიონის მოწყობის სამუშაოები. პროექტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულება მიმდინარე თვის ბოლოსაა გათვალისწინებული. სამუშაოების ჯამური ღირებულება, ხელშეკრულებით, 177 584,00 ლარს შეადგენს.

COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 9 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალარინების სისტემები და მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა.

მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები