ნიგაზეულში სასოფლო გზაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობა დაიწყო
სოფელ ნიგაზეულში, ქვემოურების უბანში, უსაფრთხო გადადგილების მიზნით, სამანაქანე გზაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოებს, ყველა რეკომენდაციის დაცვით, შპს ,,ბაია-2018″ ახორციელებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 647 ლარია.
სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. დასრულებული პროექტით ისარგებლებს ათი ოჯახი.
ინფრასტრუქტურული პროექტი, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება.