ზუგდიდში გამოკვლეული 101 ნიმუში კორონავირუსზე უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს “კოვიდ19”-ზე 101 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამი ე.წ ტრაილერის კლასტერის კონტაქტს წარმოადგენდა, დანარჩენი პაციენტები „ცხელების ცენტრებიდან“ იყვნენ. გამოკვლეულთა შორის 81 პირი რეგიონის სამედიცინო პერსონალია.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში სულ 9 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათ შორის სამი არასრულწლოვანია.

22 მაისის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 228 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში კი 70 ადამიანია მოთავსებული. 920 მოქალაქეს, თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო, მეთვალყურეობა მოეხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები