იმერეთში კორონავირუსზე სამი პაციენტი მკურნალობს
იმერეთის მასშტაბით კორონავირუსზე მკურნალობას სამი პაციენტი განაგრძობს, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დააავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს წყალტუბოს საკარანტინე სივრცეს 70-მდე ადამიანი დატოვებს.
“იმერეთში გვყავს სამი პაციენტი – ერთი – ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში, მეორე – ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, მესამე კი – საჩხერის სამედიცინო ცენტრში. კარანტინში გვყავს 203 ადამიანი და მათგან 70-მდე დღეს კარანტინს დატოვებს. ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გაკეთებული 279 კვლევიდან ყველა უარყოფითია”, – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში, ბოლო მონაცემებით, COVID19-ის 721 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 485, გარდაცვლილია – 12. ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის, კარანტინში 3614 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 316 პირი რჩება მეთვალყურეობის ქვეშ.