პირველად ისტორიაში, საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კორეის სახელმწიფოს მეთაურს პირადად ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კორეის ლიდერს, მუნ ჯე ინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი “თვითერის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კორეის სახელმწიფოს მეთაურს პირადად ესაუბრა.
​მზად ვართ, წინ წავიწიოთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობისთვის, ასევე, ტურიზმის სფეროში და პანდემიის დასრულების შემდეგ მეტი თანამშრომლობისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები