ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლუგარში გუშინ გადაგზავნილი 98 საკვლევი მასალიდან კორონავირუსი არცერთს დაუფიქსირდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მოქალაქეების გამოკვლევა გრძელდება.
ცნობისთვის, ბოლნისში კოვიდინფიცირების 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 უკვე გამოჯანმრთელდა.