ENPARD-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული თეთრიწყაროს მოსახლეობას ინოვაციურ აგროსერვისს სთავაზობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში მცხოვრები, ახალგაზრდა აგროსერვისის მიმწოდებელი გიორგი ავჭალელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD თეთრიწყაროს პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტს ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაცია ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში მას აგრო ტექნიკა გადაეცა.

ქვეყანაში გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, გიორგი ავჭალელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ინოვაციურ სერვისს სთავაზობს, რომლის ფარგლებში მომხმარებელს 15-ზე მეტი მომსახურების მიღება შეუძლია. სერვისის ინოვაციურობა კი მდგომარეობს შემდეგში, დამკვეთი გიორგის უკვეთავს მომსახურებას, უთითებს მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდს, გიორგი სამუშაოს შესრულების დაწყებას, მიმდინარეობას და დასასრულს ფოტო/ვიდეო მასალის მეშვეობით ატყობინებს დამკვეთს, ხოლო ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც საბანკო გადარიცხვით, ასევე განვადებითაც.

COVID 19-ით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად აგროსერვისის მიმწოდებელი შეუფერხებლად, წესების სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებას. სამუშაო პროცესს ადგილზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები