ტიტე აროშიძე: ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ

“სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ”, – ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ტიტე აროშიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სოფელ ღორჯომსა და აგარაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელებასა და სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის ამოქმედების დღიდან აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქ. ბათუმში სამინისტროს რეგიონულ ცენტრებში ფერმერებს გაეწევათ კონსულტაცია, ასევე, აგროდიზელის პროგამის ფარგლებში ბენეფიციარებზე გაიცემა საშეღავთო ტალონები.

შეხვედრაზე ტიტე აროშიძემ ყურადღება გაამახვილა პოსტკრიზისულ ეტაპზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხელშეწყობის გეგმებსა და საგანგებო ბიუჯეტის განხორციელების ეფექტურ მექანიზმებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები