ქარელში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

ქარელის მუნიციპალიტეტში განახლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამშენებლო სამუშაოები. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქარელის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ყველა კომპანია ითვალისწინებს მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მითითებული სტანდარტების სრული დაცვით აგრძელებს.

სოფელ დვანში გზის ასფალტირების სამუშაოები განახლდა. ამჟამად, მიმდინარეობს ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონის საფარით.

ქარელის მერიის ცნობით, სოფელ დვანში, ჯამურად, 1,331 კმ. გზის საფარი დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 708 787 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „შარა” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები