სოფელ სანიორეში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელ სანიორეში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
“1 326 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხი. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 522 393 ლარით ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია “სერპანტინი” ასრულებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.