ქობულეთში სანაპირომდე გადასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩიდან ზღვის სანაპირომდე გადასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოეწყობა სანაპიროზე როგორც ორი გადასასვლელი, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციაც. ტროტუარი და სავალი ნაწილი დეკორატიული ფილებითა და ბორდიურებით მოპირკეთდება. ადგილზე მოეწყობა მწვანე ზოლი და გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე განთავსდება საპარკე სკამები, ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო კუთხე. პროექტი ადაპტირებული შშმ პირებისთვის. სამუშაოებს შ.პ.ს. „ნიუ სთაილი“ ასრულებს.
სამუშაოებისთვის 536 346 ლარია გამოყოფილი. პროექტის მიხედვით, გადასასვლელების კეთილმოწყობა 4 თვეში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები