ხულოს მერი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა.
“მინდა, ყველა მეთორმეტეკლასელს მოგილოცოთ სკოლის დასრულება.
ჩემო ძვირფასებო, ახლა თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ახალი გამოცდილებებით, ახალი მეგობრებითა და განვითარების ახალი პერსპექტივებით. სკოლაში მიღებული ცოდნა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ ცხოვრების მომდევნო ეტაპზე, თქვენთვის სასურველი პროფესიის დასაუფლებლად.
თქვენ, ნამდვილად გამორჩეული თაობა ხართ, რომელმაც
ღირსეულად უპასუხა მსოფლიო გამოწვევას, რომელსაც თან ახლდა დისტანციური სწავლება.
უდიდესი წარმატებას გისურვებთ ყველა თქვენგანს ცხოვრების ახალ გზაზე. მე მჯერა, რომ თქვენ ასახელებთ ოჯახს, სკოლას, მუნიციპალიტეტსა და ჩვენს სამშობლოს! პატივისცემით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე”, – ნათქვამია ხულოს მერის გავრცელებულ განცხადებაში.